Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომანიოლი გუნდს უბრუნდება

მილანის ლაზარეთი ნელ-ნელა ცარიელდება და ამჯერად სტეფანო პიოლის განკარგულებაში გუნდის კაპიტანი ალესიო რომანიოლი ბრუნდება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, როსონერის მცველმა ტრავმა ბოლომდე მოირჩინა და ის გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს უახლოეს პერიოდში განაახლებს.