Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომანიოლი იუვენტუსს უახლოვდება

იტალიური წყაროების ინფორმაციით, მინო რაიოლასა და იუვენტუსს შორის მილანის კაპიტნის ალესიო რომანიოლის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

SportMediaset-ის ცნობით, 26 წლის იტალიელ ფეხბურთელს იუვენტუსი 4-წლიან კონტრაქტს, წლიური გასამრჯელოს სახით კი 4.5 მილიონ ევროს შესთავაზებს.

რომანიოლის კონტრაქტი მილანთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან როსონერისთან ახალი ხელშეკრულება გაახანგრძლივოს, ამიტომ ბიანკონერის მისი გაფორმება უფასოდ შეეძლება. რომანიოლი დანიელე რუგანის შემცვლელი იქნება, რომელიც გუნდს სავარაუდოდ ზაფხულში დატოვებს.