Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომანიოლი კვლავ ტრავმირებულია

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ალესიო რომანიოლიმ ვერონასთან მატჩამდე გახურების დროს ტრავმა მიიღო. კაპიტანი იტალიის ნაკრებს დააკლდება და ამის გარდა არ არის გამორიცხული, რომ მილანის მომდევნო ორი მატჩი ნაპოლის და ლილის წინააღმდეგ გამოტოვოს.

რომანიოლიმ წვივის ტრავმა, რომლის გამოც 3 თვე გაუცდა, ახლახანს მოირჩინა, წყაროს ინფორმაციით კი გუშინ მან ბარძაყის კუნთი დაიზიანა, რომელიც ფეხბურთელებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტრავმაა და მას მინიმუმ 15-20 დღე მოუწევს დასვენება.