Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომანიოლი მილანისგან გარანტიებს ითხოვს…

როგორც უკვე მოგახსენეთ, მილანმა გუნდის კაპიტანთან ალესიო რომანიოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წამოიწყო, თუმცა როსონერის წინ რთული მოლაპარაკებები ელოდება.

მხარეებს შრის როგორც სპორტული, ასევე ფინანსური უთანხმოებაა, რომლის გადჭრაც მილანს სწრაფად მოუწევს.

რომანიოლი ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ ხელფასის გაზრდას ითხოვს, ამის გარდა კი გარანტიების მიღება სურს, რომ რეგულარულ სათამაშო დროს მიიღებს, მილანს კი არც ერთი პირობის შესრულება არ სურს.

Corriere della Sera-ს ცნობით, თუ რომანიოლიმ იანვრამდე მილანთან შეთანხმებას ვერ მიაღწია, ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს იუვენტუსი და ლაციო წამოიწყებენ და მასთან პრე-კონტრაქტის გაფორმებას შეეცდებიან.