Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომანიოლი მილანს დღითი დღე შორდება…

ალესიო რომანიოლის კონტრაქტი მილანთან 2022 წლის ზაფხულში იწურება, მაგრამ როსონერის მინო რაიოლასთან ახალი ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები არც კი დაუწყია და Calciomercato-ს ინფორმაციით, სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად მისი გუნდიდან წასვლის შანსი უფრო იზრდება.

26 წლის ფეხბურთელი, რომელმაც გასული სეზონის მსვლელობისას ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, გუნდის ხელმძღვანელობისგან გარანტიებს ითხოვს, რომ ის რეგულარული სტარტერი იქნება, მინო რაიოლა კი რომანიოლისთვის ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ 5-5.5 მილიონ ევროს ითხოვს.

წყაროს ცნობით, როსონერი რომანიოლის გამო დაწესებულ სახელფასო ლიმიტს არ გადააჭარბებს და თუ ახალი კონტრაქტის შეთავაზება მოისურვა, მას 4 მილიონს დაპირდება, თუმცა ახლა როსონერისთვის პრიორიტეტული ფრანკ კესის კონტრაქტია, რომელსაც რომანიოლის მსგავსად ვადა 2022 წელს ეწურება.