Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომანიოლი მილანს პირველ 2 მატჩში ვერ დაეხმარება

მილანისთვის სეზონი ზუსტად 7 დღეში, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასამართი მატჩით იწყება, სადაც დიავოლო ირლანდიურ შემროკ როვერსს დაუპირისპირდება, თუმცა გუნდს თამაშის მოგება ალესიო რომანიოლის გარეშე მოუწევს.

რომანიოლიმ ტრავმა გასული სეზონის ბოლოს მიიღო და ბოლო 4 თამაში გამოტოვა. MilanNews-ის ინფორმაციით, 25 წლის მილანის კაპიტანს ჯერჯერობით ტრავმა არ მოუშუშებია და ის გუნდს დიდი ალბათობით 27 სექტემბერს, კროტონეს მატჩში დაუბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ტურს და სერია ა-ს გახსნით მატჩს, რომელიც 21 სექტემბერს ბოლონიას წინააღმდეგ გაიმართება, გამოტოვებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.