Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომანიოლი:“ მილანში ბევრი რამ შეიცვალა“

ალესიო რომანიოლის თქმით, ბოლო ერთ წელიწადში მილანში ბევრი რამ შეიცვალა.

როსონერი სერია ა-ში მინდინარე სეზონში დაუმარცხებლები არიან და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციას იკავებენ.

„წინა შობის დროს ჩვენ არც თუ ისე კარგ სიტუაციაში ვიყავით, თუმცა ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა და ახლა გუნდი ამ მშვენიერი დღეებით სიამოვნების მიღებას აპირებს.

„იანვარში განხორციელებულმა ტრანსფერებმა გუნდს ძალიან დიდი დახმარება გაუწია და ნელ-ნელა საკუთარ ძალებში რწმენა დაგვიბრუნდა.

„ამის გარდა, მწვრთნელმა დიდებული სამუშაო გასწია. პიოლის მოსვლამდე გასახდელში გარკვეული დისტანცია იგრძნობოდა, თუმცა მან მოახერხა, რომ ჩვენ ერთ გუნდად შეგვკრა და შედეგებმაც არ დააყოვნა.

„ჩვენ თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და მქსიმალური შედეგისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ბევრი კარგი იდეით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვითარება გავაგრძელოთ.“

მილანი, როგორც სხვა ყველა გუნდი, მატჩებს დახურულ კარს მიღმა ატარებს, თუმცა ლაციოსთან მატჩის წინ გუნდის ტიფოზებმა როსონერის სტადიონთან შესანიშნავი დახვედრა მოუწყეს.

„გულშემატკივრები ჩვენი ძალაა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სტადიონზე არ არიან, ჩვენ მათ გვერდში დგომას ყოველდღიურად ვგრძნობთ. ჩვენ მათ უდიდეს მადლობას ვუხდით და იმედი გვაქვს, რომ მათ სტადიონზე უმოკლეს პერიოდში ვიხილავთ.“

რომანიოლის მის კონტრაქტზეც დაუსვეს კითხვა.

„იმედი მაქვს, რომ მილანში მინიმუმ 200 მატჩს კიდევ ჩავატარებ. ამ თემაზე კითხვა დირექტორებს უნდა დაუსვათ, თუმცა მიმდინარე ხელშეკრულება 2022 წელს იწურება და ჯერ საჩქარო არაფერია.“