Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომანიოლი მოედანს დაუბრუნდა

მილანის ლაზარეთიდან ალესიო რომანიოლისა და მატეო მუსაკოს შესახებ კარგი ინფორმაცია გავრცელდა.

მილანის კაპიტანმა სავარჯიშო დარბაზიდან მოედანზე გადაინაცვლა და პერსონალურ ტრეინერთან ერთად გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს. გუნდის სამედიცინო შტაბი იმედოვნებს, რომ რომანიოლი გუნდს თვის ბოლოდან შეუერთდება.

კარგი ტემპით მიმდინარეობს მუსაკოს რეაბილიტაციაც, თუმცა ის გუნდს მომავალი თვის შუა რიცხვებამდე ვერ დაეხმარება.

Leave a Reply

Your email address will not be published.