Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომანიოლი:“ ჩვენ ლიგაზე აუცილებლად დავბრუნდებით“

მილანის კაპიტანმა ალესიო რომანიოლიმ SportMediaset-თან საუბრისას ლივერპულთან მატჩზე კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ვიცოდით, თუ რამდენად რთული მატჩი გველოდა ლივერპულის წინააღმდეგ. მათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ კარგად დავიწყეთ და კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. საბოლოო შედეგის გამო ვწუხვართ, თუმცა გუნდი ბოლომდე დაიხარჯა, ახლა კი ისღა დაგვრჩენია, რომ კონცენტრაცია სერია ა-ზე გავაკეთოთ.

„ტრავმები ? სამწუხაროდ ეს ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და ახლა, როდესაც ჩვენ ასეთი დატვირთვით გვიწევს თამაში, ეს უფრო დიდ პრობლემად იქცა. ჩვენ შეგვეძლო, რომ ლივერპულში და ატლეტიკოსთან პირველ შეხვედრაში უკეთესი შედეგები მიგვეღო, მაგრამ ახლა ვერაფერს შევცვლით. ჩვენ მიღებული გამოცდილება მომდევნო წელს გამოგვადგება, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად დავბრუნდებით.“