Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომანომ დეპაის მილანში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

არ არის გამორიცხული, რომ მილანმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ზლატან იბრაჰიმოვიჩის დამხმარე გაიფორმოს და ბოლო პერიოდში როსონერის ლიონის შემტევი, მემფის დეპაი დაუკავშირეს.

თუმცა, Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, მილანის ხელმღძვანელობა დეპაის ტრანსფერით დაინტერესებული არ არის. მისი ინფორმაციით, ერთადერთი გუნდი, რომელიც დეპაის ტრანსფერზე მუშაობს ბარსელონაა და ნიდერლანდელი ფეხბურთელის კატალონიურ გრანდში ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

რომანოს მტკიცებით, მილანისთვის ზამთარში პრიორიტეტული არა შეტევის, არამედ ცენტრალური დაცვის ზონის გაძლიერებაა და ფორვარდს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიფორმებს, თუ გუნდი რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას მოახერხებს.