Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომანომ ლეაუს კონტრაქტის სიტუაციაზე ისაუბრა

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ მილანის ფორვარდის რაფაელ ლეაუს კონტრაქტის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა.

წყაროს ცნობით, ინფორმაცია, რომ მხარეები ჩიხში შევიდნენ და ჯერჯერობით მოლაპარაკებები წინ ვერ მიიწევს, სიმართლეს არ შეესაბამება.

რომანოს თქმით, ლეაუს აგენტი ამ მომენტისთვის სპორტინგთან სასამართლო პროცესზეა ორიენტირებული, რის შემდეგაც მოლაპარაკებები მილანთან განახლდება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხარეებს რაიმე სახის პრობლემა შეექმნათ.