Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომანომ მანჩესტერის ჩალჰანოღლუსადმი ინტერესზე ისაუბრა

ბოლო პერიოდში მანჩესტერ იუნაიტედის მხრიდან ჰაკან ჩალჰანოღლუს გაფორმების ინტერესზე არაერთმა წყარომ ისაუბრა.

თურქი ფეხბურთელის კონტრაქტი მილანთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და იმის მიუხედავად, რომ მხარეებს ხელშეკრულების გახანგრძლივება სურთ, ჯერჯერობით ხელფაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ, რაც სხვადასხვა ჭორების გავრცელებას იწვევს.

თუმცა, ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, მანჩესტერ იუნაიტედსა და ჩალჰანოღლუს შორის არანაირ მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია.

„მანჩესტერსა და ჩალჰანოღლუს შორის არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა. თურქი ფეხბურთელის პრიორიტეტი მილანთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა. ბოლო კვირეებში მილანი ჩალჰანოღლუს წარმომადგენლებს არაერთხელ შეხვდა და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.“