Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომანომ პერიშიჩის სიტუაციაზე ისაუბრა

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ინტერის ვინგერის ივან პერიშიჩის შესახებ ისაუბრა.

პერიშიჩს გუნდთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და იტალიურ წყაროებში იწერებოდა, რომ მხარეებს შორის ფინანსური საკითხის გამო შეთანხმება ახალ ხელშეკრულებაზე ვერ ხერხდებოდა, თუმცა რომანომ ეს ინფორამცია უარყო.

„ჯერჯერობით პერიშიჩს არც ერთ გუნდთან არანაირი მოლაპარაკებები არ ჰქონია, რადგან ის ინტერში ბედნიერია და გუნდში დარჩენის წინააღმდეგი არ არის. ჯერჯერობით ნერაძურის მისთვის ახალი კონტრაქტი არ შეუთავზებია, თუმცა უახლოეს პერიოდშ მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყება.