Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომანომ რონალდუს მომავალზე ისაუბრა

კრიშტიანუ რონალდუს მომავალთან დაკავშირებით იტალიურ და ევროპულ მედიაში საუბრები არ წყდება. პორტუგალიელ ფეხბურთელს იუვესთან კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება და მაქს ალეგრის იუვეში მისვლის შემდეგ, მისი გუნდიდან წასვლა საკმაოდ რეალური გახდა.

კრიშტიანუ რონალდუს ყველაზე ხშირად პსჟ-ს და მანჩესტერ იუნაიტედს უკავშირებენ, თუმცა ფაბრიციო რომანოს ცნობით, მისი გუნდიდან წასვლა ამ ეტაპზე ნაკლებად მოსალოდნელია.

„მსოფლიოში არსებული ფინანსური კრიზისის ფონზე, კრიშტიანუ რონალდუს სეზონში 31 მილიონ ევროს, რასაც ის ტურინელთა რიგებში იღებს, არავინ შესთავაზებს. თუ მას იუვენტუსის დატოვება სურს, ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს, თუმცა ამ ეტაპისთვის არც რონალდუს აგენტი და არც იუვენტუსი მის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს არავისთან არ აწარმოებს.“