Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომანომ ტეოს პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ვეინალდუმის, რამოსის, ჰაკიმის და დონარუმას გაფორმების შემდეგ, პსჟ მარცხენა ფლანგის გაძლიერებას გეგმავს და უკვე რამდენიმე გავლენიანმა წყარომ დაადასტურა, რომ პარიზელების მთავარი სამიზნე მილანის ტეო ერნანდესი იქნება.

რამდენიმე ფრანგულმა გამოცემამ ისიც კი დაწერა, რომ პარიზელებმა 23 წლის ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს, მაგრამ ფაბრიციო რომანოს ინფორამციით, ტეოს მილანიდან წასვლა მიმდიანრე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფაქტობრივად გამორიცხულია.

წყაროს ცნობით, ტეო მომდევნო სეზონშიც პიოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იქნება და თუ რომელიმე დაინტერესებულმა მხარემ როსონერის გამორჩეული წინადადებით არ მიმართა, მალდინი მოლაპარაკებების წამოწყებასაც არ აპირებს.