Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომანომ ჩელსის მხრიდან კიეზას ინტერესზე ისაუბრა

გასული დღეების განმავლობაში იუვენტუსის ვინგერი ფედერიკო კიეზა ჩელსის არაერთხელ დაუკავშირეს.

ამ თემაზე კომენტარი ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გააკეთა.

„ფედერიკო კიეზას ჩელსიში შესაძლო ტრანსფერზე საუბრები იმიტომ დაიწყო, რომ ის ტომას ტუხელს ძალიან მოსწონს და ფიქრობს, რომ კიეზა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვინგერია.

„ზუსტად იმავეს თქმა შეიძლება ბაიერნის თავკაცზე. ნაგელსმანს და ევროპული გრანდების უმეტესობას კიეზას მახასიათებლები ძალიან მოსწონთ, თუმცა იუვენტუსის გეგმებში კიეზას გაყიდვა არასოდეს ყოფილა და ეს არც ამ მომენტში განიხილება.

„იუვენტუსსა და ჩელსის შორის კიეზას თაობაზე არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. კიეზასთან დაახლოებული ადამიანები ჩელსის მხრიდან არსებული ინტერესის შესახებ საქმის კურსში არიან, მაგრამ კიეზას იუვენტუსში თამაში სურს. ტურინელები ზამთარში მის სანაცვლოდ არანაირ წინადადებას არ მიიღებენ, ზაფხულში კი ვნახოთ, რა მოხდება.“