Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომანო:“ ბელოტის მილანში თამაში სურს“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ MilanNews-თან ინტერვიუში ბელოტის როსონერიში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე მილანსა და ტორინოს შორის ანდრეა ბელოტის ტრანსფერთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა ისიც ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ბელოტი მილანის დიდი გულშემატკივარია და მას როსონერიში თამაში სურს.

„მილანი ბელოტის თაობაზე გადაწყვეტილებას აპრილში ან მაისში მიიღებს. ტორინო მის სანაცვლოდ 50 მილიონს ითხოვს და თუ გუნდში ზლატანი დარჩება, რომელსაც ყოველთვის თამაში უნდა, მაშინ როსონერი ანდრეას გაფორმებას არ შეეცდება, რადგან ორივე მათგანს ძირითადში თამაში სურთ, ასევე არ შეიძლება მანჯუკიჩის დავიწყება, რომელიც დიდი ალბათობით მილანში კიდევ ერთი წელი დარჩება.“