Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომანო:“ ინფორმაცია დუგლას კოშტას ვულვზში შესაძლო ტრანსფერზე ჭორი აღმოჩნდა“

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, დუგლას კოშტას ვულვზში შესაძლო გადაბარგების შესახებ ინფორმაცია მედიის გამოგონილი ჭორი აღმოჩნდა.

„მე მქონდა საშუალება, რომ ამ თემის შესახებ იუვენტუსის წარმომადგენლებთან მესაუბრა და მათ მითხრეს, რომ დუგლას კოშტას თაობაზე ვულვზთან მოლაპარაკებები არ არსებობს, იგივე კითხვით ინგლისურ გუნდს და ფეხბურთელის აგენტსაც მივმართე და ეს ინფირმაცია მათაც დაადასტურეს.

„ვულვზმს ახალგაზრდა ფეხბურთელების გაფორმება სურს, რომელთა გაყიდვასაც რამდენიმე წელში სარფიანად შეძლებენ, დუგლას კოშტა კი ტრავმების და ასაკის გათვალისწინებით ასეთ კატეგორიაში ნამდვილად არ შედის.“