Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომანო:“ იუვენტუსს დემირალის თაობაზე უამრავი წინადადება აქვს, თუმცა…“

იტალიელი ჟურნალისტის და სატრანსფერი ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბიანკონერის ცენტრალური მცველის, მერიჰ დემირალის შეძენა არაერთ გრანდს სურს, თუმცა იუვე მის გაყიდვას არ აპირებს.

„იუვენტუსის ინტერესი არსენალის ჰექტორ ბელერინის ტრანსფერზე ახალი არავისთვის არის და ტურინელებმა მეთოფეებს მის სანაცვლოდ დანიელე რუგანი შესთავაზეს, თუმცა არსენალს ბელერინის სანაცვლოდ არა რუგანი, არამედ დემირალი სურს.

„დე მირალის ტრანსფერზე იუვეს არაერთმა გრანდმა მიმართა, თუმცა 22 წლის თურქი ფეხბურთელის გაყიდვას იუვენტუსი არ აპირებს და ჩემი აზრით, ისინი მართლები არიან. დე მირალი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახდება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.