Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომანო:“ მილანი ვერონას ახალგაზრდა მცველის ტრანსფერზე გააქტიურდა“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, მილანი მატეო ლოვატოს ტრანსფერზე გააქტიურდა და ფეხბურთელების წარმომადგენლებთან პირველი კონტაქტი უკვე შედგა.

ზამთარში მილანისთვის უპირველესი ამოცანა ცენტრალური ზონის გაძლიერება იქნება. როსონერის სახელს არაერთი გამორჩეული ტალანტი დაუკავშირეს, როგორებიცაა – ოზან კაბაკი, ნიკოლა მილენკოვიჩი და სხვა, თუმცა ფინანსური ასპექტის გათვალისწინებით ყველაზე რეალურ ტრანსფერად 20 წლის ლოვატო მოჩანს, რომელსაც ვერონა 20 მილიონად აფასებს, თუმცა მილანს იმედი აქვს, რომ ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელს 15 მილიონად გაიფორმებს.

მილანს ტრანსფერში იუვენტუსი ეცილება, ამიტომ როსონერის ხელმძღვანელობას დროის დაკარგვის შესაძლებლობა არ აქვს.