Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომანო:“ პანდემია რომ არა, პოგბა ახლა იუვეს ფეხბურთელი იქნებოდა“

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, იუვენტუსი ფრანგი ფეხბურთელის, პოლ პოგბას ტრანსფერს გეგმავდა, თუმცა პანდემიამ ტურინელებს გეგმები წყალში ჩაუყარა.

„სანდო წყაროებიდან ვიცი, რომ იუვენტუსმა პოლ პოგბას ტრანსფერისთვის მზადება გასული სეზონის შუა პერიოდიდან დაიწყეს.

„ტურინელები მზად იყვნენ, რომ მანჩესტერისთვის სერიოზული წინადადებით მიემართათ, თუმცა პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისის შემდეგ გუნდმა ძალიან დიდი ფინანსური ზარალი ნახა და მანჩესტერის მოთხოვნილ თანხას ვეღარ გასწვდებოდა.“