Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომანო:“ პარატიჩი ლაკაზეტის აგენტს შეხვდა“

იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ ალექსანდრე ლაკაზეტის იუვენტუსში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

„ფაბიო პარატიჩი რამდენიმე დღის წინ ინგლისში იყო და ლაკაზეტის აგენტს შეხვდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. არსენალი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს, ამ თანხის გადახდას კი იუვენტუსი არ აპირებს.

„ლაკაზეტის სახელი ინტერსაც დაუკავშირეს, თუმცა ინტერი არც ლუკაკუს და არც ლაუტარის გაყიდვას არ გეგმავს და შესაბამისად 50 მილიონს სათადარიგო ფეხბურთელისთვის ნამდვილად არ გადაიხდის.“

Leave a Reply

Your email address will not be published.