Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომანო: რონალდუ იუვესთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს

რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთმა პორტუგალიელმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ იუვენტუსთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა და ის ტურინში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩებოდა, თუმცა ეს სიახლე ფაბრიციო რომანომ უარყო.

„კრიშტიანუ რონალდუ დღეისათვის იუვენტუსთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. გუნდი რონალდუს აგენტთან ჟორჟე მენდეშთან შეხვედრას ელოდება, რომ მხარეებმა კრიშტიანუს ბედი საბილოოდ გადაწყვიტონ, რასაც იუვეს სატრანსფერო პოლიტიკაზე დიდი გავლენა ექნება.“

რონალდუს მიმდინარე ხელშეკრულება იუვეთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და ის ხელფასის სახით სეზონში 31 მილიონს იღებს.