Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომანო:“ შობოშლაი გადაწყვეტილებას უახლოეს 2 კვირაში მიიღებს“

დომინიკ შობოშლაი მილანის ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნედ რჩება და ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, მომდევნო 2 კვირაში გახდება ცნობილი, თუ სად გააგრძელებს მომავალი სეზონიდან კარიერას უნგრელი ფეხბურთელი.

შობოშლაი ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდაა და მისი გაფორმება მილანის გარდა არაერთ გრანდს სურს. როსონერი გასულ ზაფხულს ფეხბურთელის ტრანსფერთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა რალფ რანგიკის გუნდში მისვლის ჩაშლასთან ერთად ტრანსფერიც არ გამოვიდა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მალდინი ფეხბურთელის აგენტთან და ზალცბურგთან ხშირ კონტაქტზეა და ყველანაირად ცდილობს, რომ 20 წლის ნახევარმცველთან შეთანხმებას მიაღწიოს.