Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომანო:“ ჰაკიმის ტრანსფერი მომდევნო კვირაში დაიხურება“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა აშრაფ ჰაკიმის პსჟ-ში ტრანსფერზე ისაუბრა.

„ჰაკიმის პსჟ-ში ტრანსფერი ბოლო სტადიაზეა. აშრაფმა თავის აგენტს უთხრა, რომ მას კარიერის გაგრძელება პარიზულ გუნდში სურს და მან ფრანგებთან 2026 წლის ზაფხულამდე კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

„ინტერი ფრანგებისგან ახალ, გაუმჯობესებულ წინადადებას ელოდება, რომლის მიხედვითაც ნერაძური 70 მილიონ ევროს მიიღებს და ტრანსფერიც ოფიციალურად დაიხურება.“