Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომანო:“ 30 მილიონი ტომორისთვის ზედმეტად დიდი თანხაა…“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ მილანის ახალ შენაძენზე ფიკაიო ტომორიზე ისაუბრა, რომელიც მილანს ჩელსიდან იჯარით შეუერთდა და როსონერის მისი გამოსყიდვის უფლება 30 მილიონად აქვს.

„ჯერჯერობით ტომორის მომავალი გადაწყვეტილი არ არის. ფეხბურთელს საკმაოდ დამაჯერებელი დებიუტი ჰქონდა, ის აგრესიულია, სწრაფი, თუმცა 30 მილიონი პატარა თანხა არ არის.

„მილანი გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს, მასარას ტომორი ძალიან მოსწონს, თუმცა ჩემი აზრით, 30 მილიონი მის სანაცვლოდ ძალიან ბევრია…“