Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომას არც ერთ ფეხბურთელს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა

დღეს რომას ყველა ფეხბურთელს კორონა ვირუსზე სავალდებულო ტესტი ჩაუტარდათ და საბედნიეროდ, არც ერთი მათგანი ინფიცირებული არ აღმოჩნდა.

კორონა ვირუსი გუშინ ჯალოროსის ახალ დირექტორს ტიაგო პინტოს დაუდასტურდა, რომელიც საქმიანობას გუშინ შეუდგა და პირველი შეხვედრა გუნდის მთავარ მწვრთნელთან, პაულო ფონსეკასთან გამართა და იყო საშიშროება, რომ გუნდში ვირუსი გავრცელებულიყო, თუმცა არც რომას თავკაცს და არც ერთ ფეხბურთელს ვირუსი არ აღმოაჩნდათ.

შეგახსენებთ, კროტონე – რომას შორის მატჩი 18:00 საათზე დაიწყება, მატჩის ლინკებს იხილავთ დაწყებამდე 1 საათით ადრე.