Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომას ახალი მეპატრონე ჰყავს

ერთდროულად რამდენიმე გამოცემა ირწმუნება,რომ ჯეიმს პალოტამ დენ ფრიდკინის წინადადება მიიღო და ჯალოროსი ამერიკელი მილიარდელის ხელში გადავიდა.

ASRomaPress -ის ჟურნალისტი,რომელიც ამ საქმეს ყურადღებით ადევნებდა თვალყურს ირწმუნება,რომ მხარეებმა საბუთებს ხელი უკვე მოაწერეს და მის ინფორმაციას სხვადასხვა ფინანსური გამოცემებიც ადასტურებენ.

პანდემიამდე Friedkin Group პალოტას რომას სანაცვლოდ 700 მილიონ ევროს უხდიდა, რაზეც მათ უარი მიიღეს,თუმცა კრიზისის გამო პალოტას გუნდის გაყიდვა 600 მილიონ ევროდ უწევს.

რა თქმა უნდა,ამ მასშტაბის გარიგებას საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდება,თუმცა წყაროების ინფორმაციით რომას ოფიციალური მესაკუთრე 31 აგვისტომდე შეეცვლება.

Leave a Reply

Your email address will not be published.