Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას ახალი წინადადება სმოლინგს

რომა სმოლინგთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს, მაგრამ ჯერჯერობით მხარეები სასერთო ენის გამონახვას ვერ ახერხებენ.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, რომამ სმოლინგს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, შედარებთ შემცირებული ხელფასით და გაზრდილი ბონუსებით, ინგლისელის აგენტი კი ან წლიური გასამრჯელოს გაზრდას, ან 3-წლიან ხელშეკრულებას ითხოვს.

წყაროს ცნობით, რომა ჯერჯერობით სმოლინგისთვის, რომლის მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება, ახალი პირობების შეთავაზებას არ აპირებს და დიდია ალბათობა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაიშალოს.