Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას გააქტიურების გამო, ინტერს დიბალას ტრანსფერის დახურვა უმოკლეს დროში სურს

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომას ინტერესი პაულო დიბალას მიმართ მართლაც სერიოზულია, რის გამოც ნერაძური კიდევ უფრო გააქტიურდა და ცდილობს, რომ ლა ხოიასთან პირადი კონტრაქტის დეტალები საბოლოოდ შეათანხმოს.

დიბალა, რომელიც გუშინ იუვენტუსის ტოფზებს ემოციური წერილით დაემშვიდობა (იხილეთ აქ), სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და მისი გაფორმება ნებისმიერ დაინტერესებულ გუნდს უფასოდ შეეძლება.

არგენტინელი ფეხბურთელი მსურველების ნაკლებობას არ განიცდის, მაგრამ როგორც იწერება, მისი პრიორიტეტი იტალიაში დარჩენაა და ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად სწორედ ინტერი და რომა აქტიურობენ.

Tuttomercato-ს ცნობით, ინტერმა ლა ხოიას 3-წლიანი კონტრაქტი, წლიურად გასამრჯელოს სახით კი 6 მილიონი და ბონუსები უკვე შესთავაზა, რომა კი სეზონის საბოლოო შედეგებს ელოდება და თუ ჯალოროსი ევროპა ლიგის საგზურს გაინაღდებს, რასთანაც ახლოს არის, რომაელები არგნეტინელს ოფიციალური წინადადებით მიმართავენ.