Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომას გეგმები დაცვის ხაზში

მას შემდეგ, რაც რომა ფრედკინის ხელში გადავიდა, ჯალოროსი კრის სმოლინგის შეძენას კიდევ ერთხელ შეეცდება, თუმცა მათი გეგმები ამით არ შემოიფარგლება და რომა ნაპოლის ცენტრალური მცველის, ნიკოლა მაკსიმოვიჩის დამატებასაც შეეცდება.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ფონსეკამ გუნდის ახალ ხელმძღვანელობას კრის სმოლინგის და მაკსიმოვიჩის გაფორმება სთხოვა, რაც გუნდს დაახლოვებით 40-45 მილიონი ევრო დაუჯდება.

სმოლინგმა, რომელმაც მიმდინარე სეზონი რომაში იჯარის წესით გაატარა, ჯალოროსის რიგებში 37 შეხვედრა ჩაატარა და სერია ა-ს სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი გახდა, მაკსიმოვიჩმა კი ნაპოლის ფორმა 28-ჯერ მოირგო და პარტენოპეის Coppa Italia-ს მოგებაში დაეხმარა.

Leave a Reply

Your email address will not be published.