Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას დირექტორი:“ იმედი გვაქვს, რომ ძანიოლოს სიტუაცია სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში გაირკვევა“

რომას სპორტულმა დირექტორმა ტიაგუ პინტუმ ნიკოლო ძანიოლოს სიტუაციაზე ისაუბრა.

„ნიკოლოს სიტუაციის შესახებ ყველამ კარგად იცის. მან გუნდის დატოვება ითხოვა და ჩვენ ძანიოლოს აგენტთან ერთად ისეთი გზის ძიებაში ვართ, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს. ჩვენ გვქონდა გარკვეული ვარიანტები, რომელმაც ნიკოლო ვერ დააკმაყოფილა.

„ახლა თითოეული ჩვენგანი რთულ სიტუაციაში ვართ, რადგან ნიკოლოს წასვლა უნდა, ჩვენ კი მისი შემცვლელი გვჭირდება, მაგრამ Fair Play-ს წესის გამო ჯერ ფეხბურთელის გაყიდვა გვჭირდება, რომ მისი შემცვლელი გავიფორმოთ.

„სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე კიდევ არის დრო დარჩენილი და იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია ყველასთვის პოზიტიურად დასრულდება.“