Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას დირექტორი:“ მოურინიო ჯალოროსის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწვრთნელი გახდება“

რომას დირექტორის ტიაგუ პინტუს თქმით, მათ შემადგნელობის განვითარებითვის გარკვეული დრო დასჭირდებათ, მაგრამ გუნდი დარწმუნებულია, რომ ჟოზე მოურინიო გუნდის ისტორიაშ ერთ-ერთი მნიშნელოვანი მწვრთნელი გახდება.

„როდესაც ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ ვიცოდით, რომ მის განხორციელებას გარკვეული დრო დასჭირდებოდა. მოურინიომ ამ თემაზე სეზონის წინ, მის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

„ჩვენ ამას ცუდი შედეგების გასამართლებლად არ ვიყენებთ, გუნდს დრო მართლაც სჭირდება. რომას ახალ მფლობელებს გუნდში რთული ფინანსური სიტუაცია დახვდათ, რომელთა მოგვარებასაც ჩვენ ეტაპობრივად ვახორციელებთ და ჩვენ როგორც ფინანსურ, ასევე სპორტულ ამბიციებზე მუშაობას ვაგრძელებთ.

„ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ გუნდის შემადგენლობა, მენტალობა, სპორტული სტრუქტურა გუნდის გარშემო და სხვა ყველა დეტალი უმაღლეს დონეზე იყოს და ჩვენს ამბიციებს შეესაბამებოდეს.

„მე ვერ გეტყვით, რომ ჩვენ კმაყოფილები ვართ, რადგან ვიცით, რომ უფრო მეტი მოგვეთხოვება, მაგრამ ჩვენ პროექტში 100 პროცენტით დარწმუნებულები ვართ და ვიცით, რომ მოურინიოს მუშაობა ახლო მომავალში შედეგებს მოგვცემს.

„ახლა არ აირს ის დრო, რომ პროექტში, რომელმაც სტარტი სულ ახლახანს აიღო, ეჭვი შევიტანოთ. ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი მოვიყვანეთ სწორედ იმიტომ, რომ პროექტს ძლიერი საფუძველი ჩავუყაროთ და დარწმუნებული ვარ, რომ ის რომას ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწვრთნელი გახდება, რომელიც გუნდს მნიშნელოვან წარმატებას მოუტანს.“