Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას დირექტორი სერია ა-ს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა…

რამდენიმე დღის ცნობილი გახდა, რომ სერია ა-მ იუვენტუსი – ნაპოლის მატჩის კიდევ ერთხელ გადადება გადაწყვიტა, რამაც რომას გაღიზიანება გამოიწვია და ჯალოროსიმ კალჩოს წარმომადგენლებს მიზეზის ახსნა სთხოვა, რაზეც მათ ასეთი პასუხი მიიღეს:

„ყველა გადაწყვეტილება წესების სრული დაცვით არის მიღებული.“

ამ თემაზე კომენტარი რომას გენერალურმა დირექტორმა გუიდო ფიენგამ გააკეთა.

„ჩვენს წერილში (რომას წერილის იხილეთ აქ) ყველაფერი ნათლად იყო ნათქვამი და მე არაფრის დამატება არ მსურს.

„არც სერია ა-ს პასუხზე მინდა რაიმეს თქმა, რადგან მათი პასუხი თავად გადაწყვეტილებაზე უფრო სამარცხვინო იყო.

„მათ ყოველგვარ ახსნა-განმარტებას თავი აარიდეს და რეალური მიზეზი, თუ რის გამო გადადეს თამაში და რატომ აიძულებენ რომას, რომ უფრო ცუდ ვითარებაში ითამაშოს, გაურკვეველია.“

გათიშვა