Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომას დირექტორს ოპერაცია ჩაუტარდა

რომას დირექტორი მორგან დე სანქტისი დღეს გამთენიისას სერიოზულ ავარიში მოჰყვა და მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, 43 წლის ყოფილ ფეხბურთელს, რომელიც რომაში 2017 წლიდან მუშაობს, ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია. ის ინტენსიურ თერაპიას გადის, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.