Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას დუო მარსელს უახლოვდება

ერთდროულად რამდენიმე წყაროს ცნობით, რომა და მარსელი შეთანხმებასთან ახლოს არიან და ჯალოროსი ფრანგულ გუნდში 2 ფეხბურთელს იჯარის წესით გაუშვებს.

Tuttomercato-ს ცნობით, მარსელს იჯარის წესით პაუ ლოპესი და ჩენგის უნდერი შეუერთდებიან და ფრანგებს ორივე მათგანის გამოსყიდვის საშუალება ექნებათ.

ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია ტრანსფერის ფორმულასთან დაკავშირებით უცნობია, მაგრამ რომა ორივე ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში დაახლოებით 25 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.