Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას ვალი კიდევ გაიზარდა…

რომამ გასული წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ ჯალოროსის საერთო ვალის რაოდენობა 311.7 მილიონიდან 399.2 მილიონამდე, ანუ 87.5 მილიონით გაიზარდა.

Il Tempo-ს ინფორმაციით, ამის გამო გუნდის მფლობელმა კომპანია Friedkin Group-მა გუნდის კაპიტალი კიდევ 25 მილიონი ევროთი გაზარდა.

ფრიდკინების ოჯახმა რომა 2020 წელს 199 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, მას შემდეგ კი ინვესტიციის სახით გუნდში 273.3 მილიონი ევრო ჩადო.