Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას იბანესი უბრუნდება

რომას უკანახაზელმა როჯერ იბანესმა ტრავმა მოირჩინა და ჯალოროსის ევროპა ლიგის პირველ მატჩში შახტარის წინააღმდეგ დაეხმარება.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მან დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და უკრაინელების წინააღმდეგ შეხვედრაში განაცხადში იქნება.