Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას კალიარის ნახევარმცველი სურს

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომა ზაფხულში კალიარის ნახევარმცველის ნაჰიტან ნანდესის გაფორმებას შეეცდება.

სარდინიელებმა რომა გუშინ 3 – 2 დაამარცხეს და ურუგვაელმა ფეხბურთელმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

25 წლის ფეხბურთელი კალიარის 2019 წელს, ბოკა ხუნიორსიდან შეუერთდა და მას შემდეგ სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს.

კალიარის მისი გაფორმება 18 მილიონი ევრო დაუჯდა და მის კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, ნებისმიერ მსურველს ფეხბურთელის გამოსყიდვა 36 მილიონ ევროდ შეეძლება.