Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას კიდევ ერთ ფეხბურთელს კორონა ვირუსი აქვს

რომამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პირველი გუნდის კიდევ ერთ წევრს კორონა ვირუსი აქვს, თუმცა ჯალოროსი ფეხბურთელის დასახელებისგან თავს იკავებს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, კორონა ვირუსი აქვს ასევე ნიკოლო ძანიოლოსაც, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს და ის იუვენტუსთან მატჩში განაცხადშიც არ იყო.

რომას განცხადების მიხედვით, ფეხბურთელი სრულად ვაქცინირებულია და მას ვირუსის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება.