Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას ლაზარეთს ელ შაარავი შეემატა…

რომას საკადრო პრობლემები ტრავმების გამო გრძელდება და ამჯერად მათ სიას სტეფან ელ შაარავი შეემატა.

იტალიელმა ფეხბურთელმა დაზიანება მონცასთან მატჩის დროს მიიღო და Sky Sport Italia-ს ცნობით, მან შესაძლოა სეზონის დარჩენილი მატჩები გამოტოვოს.

წყაროს ინფორმაციით, ელ შაარავის მომხრელი კუნთის დაზიანება აქვს და მისი მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი უახლოეს პერიოდში, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ გახდება ცნობილი.