Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომას ლაუტარო მარტინესის გაფორმება 2018 წელს შეეძლო

რომას ყოფილმა დირექტორმა ლაუტარო მარტინესის 8 მილიონ ევროდ გაფორმების შანსი გაუშვა ხელიდან.

რამდენიმე თვეში მარტინესი ინტერმა,25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა და ახლა მის ხელში ჩასაგდებად ევროპის უდიდესი გუნდები იბრძვიან და მზად არიან არგენტინელში 111 მილიონი ევრო გადაიხადონ.

„მარტინესი რომას შევთავაზე 2018 წელს,თუმცა მათ 8 მილიონის დახარჯვა დაენანათ,“განაცხადა მარტინესის აგენტმა ლუის რუზიმ.

„8 მილიონი ის თანხა იყო,რომელიც რასინგს გამოსასყიდ თანხად ჰქონდა მითითებული,თუმცა დედაქალაქელებმა ამ თანხის გადახდა არ ისურვეს.მოლაპარაკებებს ატლეტიკო მადრიდთანაც ვაწარმოებდით,თუმცა არც იქ გამოვიდა არაფერი.

„20 იანვარს,რასინგმა გამოსასყიდი თანხა 25 მილიონამდე გაზარდა და იქ უკვე ინტერმა გააკეთა თავისი საქმე.

„ორი წლის წინ,რომას ჰაალანდიც შევთავაზე,როდესაც მისი ღურებულება 4 მილიონი იყო,თუმცა გუნდმა ამჯერადაც უარი თქვა და ის ლაიფციგს შეუერთდა.“