Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას მაიორალის გამოსყიდვა სურს

ბორხა მაიორალის აგენტის თქმით, ჯალოროსის ესპანელი ფორვარდის გამოსყიდვა სურს.

მაიორალი რომას მადრიდის რეალიდან იჯარის წესით მიმდინარე სეზონის სტარტზე შუერთდა და ჯალოროსის მისი გამოსყიდვა შეუძლია. რომას ზაფხულში მისი გამოსყიდვა 15, 2022 წელს კი 20 მილიონი ევრო დაუჯდება.

„რომაში ტიაგუ პინტუს მისვლის შემდეგ, გუნდში სერიოზული ცვლილებები იგეგმება. ბორხა ძალიან კარგ სეზონს ატარებს და გასაკვირი არ იქნება, თუ ის იტალიაში დარჩება.

„ჩვენ ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ და ვიცით, რომ მათ ბორხას გამოსყიდვა სურთ, რისი წინააღმდეგიც არც თავად ფეხბურთელი არ არის, მაგრამ ახლა მათ იყურადღება მთლიანად ევროპა ლიგის ნახევარფინალზეა გადატანილი.“