Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომას მადრიდის რეალის ფორვარდი სურს

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, რომას მადრიდის რეალის 23 წლის ფორვარდის, ბორხა მოირალის გაფორმება სურს და სამეფო კლუბთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

ესპანური მედიის მტკიცებით, ზიდანმა ფსონი ლუკა იოვიჩზე გააკეთა და გუნდი მოირალის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის. ესპანელ ფეხბურთელს მადრიდის რეალთან კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე აკავშირებს და ბლანკოსი მის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონ ევროს ითხოვს.