Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას პელეგრინის კონტრაქტიდან გამოსასყიდი პუნქტის ამოღება სურს

ჯალოროსი ძალიან მალე ლორენცო პელეგრინისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობას აპირებს და სურს, რომ ახლანდელ ხელშეკრულებაში არსებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მსურველს ფეხბურთელის გამოსყიდვა 30 მილიონად შეუძლია, ახალი კონტრაქტიდან ამოიღოს.

რომას დირექტორმა ტიაგო პინტუმს გასულ კვირას განაცხადა, რომ პელეგრინი რომას პროექტის ერთ-ერთ მთავარი ფიგურაა და გუნდი მის გაშვებას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ აპირებს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეხვედრა მომავალ კვირა გაიმართება. რომა მზად არის პელეგრინის, რომლის კონტრაქტიც 2022 წლის ივნისში იწურება და მისი წლიური ანაზღაურება 2.7 მილიონი ევროა, ფეხბურთელს ხელშეკრულება 5 წლით გაუხანგრძლივოს და სეზონში 3.5 მილიონი ევრო გადაუხადოს.