Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას პეტრაჩისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს

ESCLUSIVA AS ROMA Foto Luciano Rossi/AS Roma/ LaPresse 15/07/2019 Roma (Italia) Sport Calcio Conferenza Stampa Nella foto: Gianluca Petrachi Trigoria Roma EXCLUSIVE AS ROMA Photo Luciano Rossi/AS Roma/ LaPresse 15/07/2019 Roma (Italia) Sport Soccer Press Conference In the pic: Gianluca Petrachi Trigoria Roma

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომას ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ჯანლუკა პეტრაჩიმ რომას სასამართლო პროცესი მოუგო და ჯალოროსის მისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

გასულ ზაფხულს რომას ხელმძღვანელობამ პეტრაჩი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა, თუმცა იტალიელი სპეციალისტის აზრით, ეს დაუმსახურებელი იყო და მან რომაელებს სასამართლოში უჩივლა.

Sky Sport-ის ინფორმაციით, პეტრაჩიმ სასამართო პროცესი მოიგო და ის რომასგან 5 მილიონ ევროს მიიღებს.