Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას პორტუს ნახევარმცველი სურს

იტალიური მედიის ცნობით, რომა პორტუს ნახევარმცველის სერჟიო ოლივეირას ტრანსფერით ინტერესდება.

29 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 48 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა, რითიც არაერთი გუნდის ყურადღება დაიმსახურა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, რომამ პორტუსთან მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო და ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა პორტუგალიელები მინიმუმ 20 მილიონს ითხოვენ…

გათიშვა