Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომას სავარჯიშო კომპლექტში 20 ბომბი აღმოაჩინეს

დღეს ტრიგორიას სავარჯიშო ბაზაზე გაუთვალისწინებელი შეფერხება იყო. ჯალოროსი ახალი მოედნების აშენებაზე მუშაობს და მიმდინარე სამუშაოების დროს მიწაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი აუფეთქებელი 20 ბომბი აღმოაჩინეს.

ბომბები პიცალე დინო ვიოლასთან ახლოს იპოვეს, რომელიც რომას სავარჯიშო კომპლექტის ცენტრში მდებარეობს.

თავიდან იქ მომუშავე პერსონალმა 3 ბომბი იპოვნა და შესაბამის სტრუქტურებს შეატყობინა, თუმცა ჩატარებული სამუშაოების შემდეგ გაირკვა, რომ იქ არა 3, არამედ 20 ბომბი იყო. საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და გუნდმა ვარჯიში განაახლა.