Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას საკადრო პრობლემები კიდევ უფრო მძიმდება

სეზონის სტარტიდან მოყოლებული, რომას ტრავმების გამო სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს და ჟოზე მოურინიოს მომდევნო კვირეების განმავლობაში კიდევ ერთი ლიდერის გარეშე მოუწევს თამაში.

რამდენიმე იტალიური წყაროს ცნობით, რომას შემტევმა სტეფან ელ შაარავიმ წვივის დაზიანება მიიღო და მას დაახლოებით 3-4 კვირა გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ელ შაარავი 2021 წელს ვეღარ ითამაშებს.

რომა სერია ა-ს მომდევნო ტურში ჩემპიონ ინტერს დაუპირისპირდება და სხვადასხვა მიზეზების გამო გუნდს ტამი აბრაჰამი, რიკ კარსდორპი, ლორენცო პელეგრინი, ლეონარდო პინაცოლა, გონსალო ვილარი და ფელიქს აფენა-გაიანი დააკლდება.