Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას სამიზნე არსენალს უახლოვდება…

ბრიტანული მედიის ცნობით, ჩელსის ინგლისელმა ფოვარდმა ტამი აბრაჰამმა, რომელიც რომაში ჯეკოს შემცვლელი უნდა გამხდარიყო, არსენალთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

რომა და ინტერი ედინ ჯეკოს ტრანსფერთან დაკავშირებით უკვე შეთანხმებულები არიან და ბოსნიელი ფეხბურთელი ნერაძურის მას შემდეგ შეუერთდება, რაც მგლები მისი შემცვლელის გაფორმებას მოახერხებენ, თუმცა The Mirror-ის ინფორმაციით, ჯალოროსის 23 წლის ფორვარდის ალტერნატივების პოვნა მოუწევს.

რომა და ჩელსი ფეხბურთელის ტრანსფერის ფორმულაზე უკვე შეთანხმებული იყვნენ და ჯალოროსის მისი გაფორმება 40 მილიონი დაუჯდებოდა, რასაც რამდენიმე სეზონის განმავლობაში გადაიხდიდა, თუმცა მთავარი ფაქტორი ფეხბურთელის სურვილი გამოდგა, რომელმაც ინგლისის დატოვება არ ისურვა.